გვინეა

შესატანად აკრძალული საგნები:
თეთრი ფოსფორის შემცველი ასანთი; უხამსი ხასიათის საგნები; ნებისმიერი სახეობის სპირტიანი სასმელი და სპირტიანი სასმელების დასამზადებელი ესენციები; ცოცხალი და მკვდარი ცხოველები; ხანჯლები, ხანჯლების სახის დანები, სტილეტები, ტროსტები, რომლების თავისთავად შეიცავენ დაშნას; აპარატები და ინსტრუმენტები, რომლებიც ფულის დასამზადებლად გამოიყენება; თევზის კონსერვები ქილებში 1 კგ.-ზე მეტი წონით; საქონელი ფრანგულ სავაჭრო მარკებზე  მიმსგავსებული ყალბი სავაჭრო მარკებით; ფული და მედლები; მონეტები; ძვირფასი ქვები, მათ შორის ბრილიანტი; ლითონები; ფეთქებადსაშიში ნივთიერებები, სამხედრო აღჭურვილობა; იარაღი; ტყვია-წამალი; ბუტანის სანთებელები; მედიკამენტები სარწყულებლები; ბამბის თესლი; წიწვოვანი ხეების ქერქი; ბანანის ხე; კაკაო; შაქრის ლერწამი; ბამბა; გაზომვის არაათობითი სისტემის სასწორები და საზომები; საბანკო ბილეთები, სამოგზაურო ჩეკები, ძვირფასეულობა; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
გრამფირფიტები - გვინეის რესპუბლიკის საკონტროლო კომისიის მიერ ადრესატისათვის გაცემული ნებართვით; გამოსახდელი ქვაბი და სპირტების დისტილაციის ყეალა აპარატი - გვინეის რესპუბლიკის ადმინისტრაციის ნებართვით; საქარინი - მხოლოდ ფარმაცევტების და სიროფის და ლიმონათების დამამზადებელი ფირმების მისამართით; ბამბა; დენატურატი და მეთილის სპირტები - ადრესატისათვის განსაკუთრებული ნებართვით; დისტილირებული სასმელები - ლიმიტის საზღვრებში შეტანის ნებართვით; ხელოვნური მინერალური წყლები - მხოლოდ ბოთლებში, ქოთნებში ან სიფონებში აღნიშვნით "ხელოვნური წყლები"; ფილმები და ცელულოიდი - ჰერმეტულად დახურულ თეთრი თუნუქის ყუთებში; ნარკოტიკები გადაიგზავნება სამეცნიერო და სამედიცინო მიზნებით; საბანკო ბილეთები, ოქროს ნაკეთობები, მონეტები - იმპორტზე ნებართვის შემთხვევაში; იარაღი (გასაყიდად და სანადირო), შრატები - მთავრობის ნებართვით; ბანანის ხე - შეიძლება გადაიგზავნოს მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით.