განა

შესატანად აკრძალული საგნები:
ქაღალდის ფული; სპირტიანი სასმელები; კინოფილმები; მონეტები და ბანკნოტები; ყალბი მონეტები და საბანკო ბილეთები; მონეტებისა და საბანკო ბილეთების იმიტაციით გაფორმებული საგნები; უცხოური წარმოშობის ნებისმიერი მონეტა ან მისი მსგავსი საგნები; ცილისმწამებლური, სკანდალური ან ამორალური ხასიათის მქონე წიგნები, გაზეთები და ბეჭდვითი გამოცემები; ლატარიის ბილეთები და ლატარიისათვის განკუთვნილი რეკლამა; ცხოველები ან ჩონჩხები; ნერგები; სამხედრო აღჭურვილობა, იარაღის ყველა სახეობა მავნე სითხეების, გაზებისა და  სხვა საგნების გამოსადევნად;  პირგადასაღები ქაღალდი; მცენარეები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკები - განას ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ ადრესატზე გაცემული ნებართვით; ბამბის თესლი - მხოლოდ სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მისამართით; პლატინა, ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები და მათგან დამზადებული ნაკეთობები - იგზავნება მხოლოდ ფასგამოცხადებული ამანათებით; ზოგიერთი სახეობის შხამი, ხელბორკილები, ლითონის მილები, ორპირი გასაღებების საწარმოებელი მანქანები - ფინანსთა სამინისტროს ნებართვით; პირგადასაღები ქაღალდი - გამგზავნის მიერ სპეციალური სამახსოვროს წარმოდგენის შემთხვევაში.