ბრაზილია

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სპირტიანი სასმელი; მალფუჭებადი ნივთიერებები; ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (წურბელებისა და აბრეშუმის ჭიის გარდა); უკანონო სამკურნალო საშუალებები,  ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი სამედიცინო პრეპარატები; ცუდი სუნის გამავრცელებელი ნივთიერებები; მცენარეები ან მათი ნაწილები; ოქრო, პლატინა, ვერცხლი, ბრინჯაო, ნიკელი; მონეტები და ბანკნოტები, აგრეთვე ნებისმიერი ფასიანი ქაღალდები წარმომდგენზე; საიუველირო ნაკეთობანი; ძვირფასი ქვები ან მათი ნაკეთობანი; ნარკოტიკები; პროპაგანდისტული პუბლიკაციები; შეურაწმყოფელი ხასიათის მქონე საგნები; ფუტკარი; ყავის ხე; შაქრის ლერწამი, კაკაოს ხე; ბანანის ხე;  ევკალიპტი; ხელბორკილები; ქიმიური პროდუქტები; საავტორო უფლებები; წიგნები; ლატარიის ბილეთები; საფოსტო მარკები; რადიოაქტიური ნივთიერებები; თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს შემცვლელებისაგან დამზადებული პროდუქტები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
საქარინი და ანალოგიური ნივთიერებები (საქარინის შემცვლელები) - ადრესატისათვის ბრაზილიის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვით; სასმელების დასამზადებელი ესენციები, საღებავი ნივთიერებები, ვეტერინარული პრეპარატები, შრატები, ვაქცინები - ბრაზილიის შესაბამისი ხელისუფლების  ნებართვით; გასაგზავნი მედიკამენტები მიიღება გამგზავნის რეცეპტით, ბრაზილიელი ექიმის მიერ გამოწერილ ბლანკზე, რომელსაც აფთიაქები ღებულობენ, ექიმის გვარის, საცხოვრებელი ადგილის ან კაბინეტის, ეროვნული სამედიცინო საბჭოში მისი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით; ცხოველები, მიკრობები, შხამიანი ნივთიერებები - აღიარებულ ლაბორატორიებსა და ინსტიტუტებს შორის გაცვლისათვის; კარტოფილი, იონჯა, სიმინდი, ხილი, ციტრუსები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სერთიფიკატით წარმომავლობისა და სიჯანსაღის შესახებ; ბამბა - დეზინფექციის ცნობით; მწერები, ბაქტერიები, ნიადაგი, კომპოსტი (სასუქი) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით.


შენიშვნა:
ბრაზილიის საფოსტო ადმინისტრაცია არ მიიღებს შეკვეთილ გზავნილებებს მონეტების, საბანკო ბილეთების,  საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების წარმომდგენზე შიგთავსით, საგზაო ჩეკების, პლატინის, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობების ან ამ ლითონების დაუმუშავებელი სახით, ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაკეთობებისა და სხვა ფასიანი საგნების შიგთავსით.