ბოსნია და ჰერცოგოვინა

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სახის იარაღი (სანადირო იარაღის გარდა), იარაღის ნაწილები და მისი საბრძოლო მასალა; ესენციები ხელოვნური ღვინოებისა და არყის წარმოებისათვის; საშუალებები, რომლებიც  გამოიყენება აბორტისათვის; სხვა სახელმწიფოების სამხედრო ფორმა; პაპიროსის ქაღალდი; უცხოური ლატარიის საკუთნო; სახელმწიფო ვალუტის მსგავსი ჟეტონები; ქვეყანაში აკრძალული პუბლიკაციები; საფოსტო მტრედები; ფეთქებადი ნივთიერებები; იუგოსლავიის ეროვნული ფული (საბანკო ბილეთები დინარებში); თუთიყუშები; მარკები ჩანანიშნები, ნიშნები წარმომავლობის შესახებ; ცხოველები; შინაური ფრინველები; საფუარი; ღვინის კვეთი; ღვინის ტკბილი; სასტვენები; კოვზები ტყვიის 10%-იანი შემცველობით; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

უმავთულო ტელეგრაფისა და ტელეფონის აპარატურა, მედიკამენტები და მედიკამენტების ნიმუშები, რეცეპტის არსებობის შემთხვევაში, თესლი და ხილი, ვეტერინარული შრატები და ვაქცინები, აბრეშუმის ჭიის კვერცხები, ვაზის ლერწები, ნერგები და კალმები ფესვებით ან ფესვების გარეშე, პრეპარატები მეღვინეობისათვის და ვაზის ლერწებისა და ხეხილის დაავადებებთან  საბრძოლო საშუალებები - იუგოსლავიის კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ ადრესატისათვის გაცემული სპეციალური ნებართვით; ავტორიტეტული ინსტიტუტების მისამართით გასაგზავნი ნარკოტიკები კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ წინასწარ გაცემული  ნებართვით; გეოგრაფიული  გეგმების ლითოგრაფიული ასლები (გარდა მასშტაბისა 1:25 000); ძმრის მჟავა 15%-ზე მეტი კონცენტრაციით; შხამები, ოპიუმი, ხილი - მცენარეთა დაცვის კომპეტენტური ორგანოს სპეციალური სერტიფიკატით; ბაქტერიების სხვადასხვა კულტურები; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები - კომპეტენტურ ხელისუფალთა ნებართვით; ძაღლები, კატები - მთავარი ვეტერინარის მიერ ვიზადასმული წარმომავლობის შესახებ სერტიფიკატის საფუძველზე; ნანადირევი და შინაური ფრინველი - ჯანმრთელობისა და წარმოშობის შესახებ სერთიფიკატის საფუძველზე; ცელულოიდი, ფილმები - სპეციალური შეფუთვით; იარაღი და საბრძოლო მასალა - კომპეტენტურ ხელისუფალთა ნებართვით.