შრი-ლანკა

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უზნეო შინაარსის საგნები; ყველა სახის იარაღი; ზუმფარა; ქლორი; დისტილირებული წყალი;  მწერების საწინააღმდეგო ბადეები; საპონი; ბრინჯის პუდრი; ოდეკოლონი; კბილის პასტა; თაბაშირი;  ქირურგიული ბამბა; ბინტი; საღებავი საშუალებები; სარეცხი ფხვნილები; ლაქი; მასტიკა; ფეხსაცმლის საცხი; ყავა; თამბაქო და მისი ნაწარმი; ცხოველური და მცენარეული ზეთები; ცვილი; ბრინჯი; ფქვილი; ნამცხვარი; შაქარი; ხილი; ბოსტნეული; მარილი; თევზი (გამოყვანილი და დამარილებული); ხორცი; ტრიკოტაჟის ნაწარმი, გალანტერია; პირსახოცი; თავსაფარი; თეთრეული; პარფიუმერია; კონვერტები; კალენდარი; ავტოკალამი; ელექტრონათურები; უთო; საწონები; წიგნები, ყოველწლიური პუბლიკაციები; ჟურნალები და ბროშურები; სახიფათო საქონელი, ნარკოტიკები და ქიმიური პროდუქტები; ოპიუმი; სპირტიანი სასმელები; კონსერვები; პურპროდუქტების ნაწარმი; სოუსები; შავი წიწაკა; ქოქოსის კაკალი; მინერალური და გაზიანი წყალი; ძმარი; კვერცხი; ყვავილები; ყინული; ქვამარილი და სამზარეულო მარილი; ცოცხალი ფრინველები და ცხოველები; თევზის კონსერვები; მშრალი რძე 9%-ზე ნაკლები ცხიმიანობით; მარცვლეული; ძვირფასეულობა;  საკუთრების უფლების დამრღვევი ბეჭდვითი გამოცემები; საკანცელარიო მოწყობილობები; სამშენებლო მასალები; წვერის საპარსი იაპონური ფუნჯები; ასანთი; კაუჩუკის ბურთები; ბანქო; ხელბურთისა და ფეხბურთის ბურთები ხისა და თიხის სათამაშოები; მოგზაურობისათვის საჭირო მოწყობილობები; საათები; სანთებელები;  საათის სამაჯურები; სურათები და მცირე ზომის ქანდაკებანი; ანტიკვარიატი; ფოტოგრაფიული მოწყობილობა; ბრილიანტის მტვერი; ნახმარი სამშვენისები და სხვა ნივთები.


შესატანად პირობითად დაშვებული ნივთები:
ნარკოტიკები, ქიმიური პროდუქტები, წამლები - თუ ადრესატს გააჩნია შრი ლანკის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების სპეციალური ნებართვა; საჩუქრები - ფართლეულის, საფეიქრო ნაწარმის, ყვავილებისა და ყვავილოვანი მცენარეების გარდა.


შენიშვნა: მიღების შესახებ შეტყობინებით მიიღება მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილები.