უნგრეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
აღმგზნები ესენციები,  სასმელები და  სუნამოები მეთილის სპირტით; სვიას, ალაოს და სხვა მსგავსი ნივთიერებებისგან დამზადებული პროდუქტები, რომლებიც გამოიყენებიან ლუდის წარმოებაში; ალუმინისგან ან სულემით გაჟღენთილი ქაღალდისაგან დამზადებული თმების დასახვევი საშუალებები; ხელოვნური მინერალური წყლები, სელტერის წყლის გარდა; ასანთი; კონსერვები თეთრი თუნუქის ქილებში, ჰერმეტულად დახურული; ახალი ან  გაუქმებული მარკები; ფორთოხალი და მანდარინი; რადიოაქტიური ნივთიერებები; ნიადაგი; მცენარეები; ბეჭდვითი გამოცემები, ფილმები, მაგნიტოფონის ლენტები, ფოტოსურათები, რომლებიც ზიანს აყენებენ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს; რადიომიმღებები და რადიოგადამცემები; ნარკოტიკული ნივთიერებები; ფსიქოტროპული ნივთიერებები; საწამლავები და შხამები;  მედიკამენტები და ხალხის სამკურნალო სხვა საშუალებები; ცხოველური წარმოშობის მასალები; ცხოველური წარმოშობის სხვა მასალები, რომლებსაც შეუძლიათ გაავრცელონ ცხოველთა დაავადებები; გაზის პისტოლეტების პატრონები და თავდაცვისათვის საჭირო გაზის სხვა ამომფრქვევლები; თავდასხმისათვის  გამოსაყენებელი საშუალებები (კასტეტები, ზამბარიანი დანები, რეზინის ხელკეტები და სხვა); კერძო პირებისათვის განკუთვნილი გადასამრავლებელი აპარატები; ფორინტის (უნგრეთის ეროვნული ვალუტის) ბანკნოტები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ვეტერინარული ვაქცინები, მცენარეთა დაცვის პრეპარატები - კვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ნებართვით; მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი, სამკურნალო მარილების სპეციალური ნაერთები - უნგრეთის მრეწველობისა და კვების მრეწველობის სამინისტროების ნებართვით; ცოცხალი მცენარეები და მათი თესლი, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილი, ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები - სანიტარული მოწმობით; თამბაქო და თამბაქოს თესლი, ღვინის სპირტი, სპირტზე დამზადებული საღებავები, მეთილის სპირტი, ლუდი, ხილის წვენი, ლიქიორი, რომი, არაყი, ნიკოტინი და სანთებელას ქვები - უნგრეთის საგარეო ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; წითელი წიწაკა ყველანაირი სახით - ქიმიური ანალიზის ჩატარების შესახებ ლაბორატორიული მოწმობით; იარაღი - უნგრეთის შინაგან სამინისტროს ნებართვით; ნარკოტიკები, შრატები, ვაქცინები და მედიკამენტები - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; რადიომიმღებები, რადიოგადამცემები - კავშირგაბმულობის სამინისტროს ნებართვით; ფილმები - უნგრეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს ნებართვით.

უნგრეთში მცხოვრებ ყველა პიროვნებას შეუძლია თვეში ერთხელ მიიღოს ქვემოთჩამოთვლილი ნივთების ამანათები 10 კგ-მდე წონით. ცხრილში მოცემულია ნივთების მაქსიმალური რაოდენობა, თუ გზავნილებათა შიგთავსი აღემატება მოცემულ რაოდენობას  მაშინ ნამატზე გადაიხდება ბაჟი საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით. ზოგიერთ შემთხვევაში ამანათი უბრუნდება გამომგზავნს ან გადაიგზავნება  თანმდევ მისამართზე.