ტუნისი

შესატანად აკრძალული საგნები:
ფეთქებადი ნივთიერებები; ქინაქინა; კოფეინი, ჰაშიში; ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები; მილაკიანი საწოვარები; ბოთლის საწოვარები; ცოცხალი ცხოველები, კიბორჩხალების, კიბოსნაირებისა და ხამანწკების გარდა; ყველა მცენარე, მათი ნაწილები და ნაყოფი; ახალი თირკმელა სოკო (ტრუფელი); მცენარეული საკვები,  შავმიწანიადაგიანი, ნეშომპალა, ნაკელი; ასანთი; სათამაშო ბანქო; მარილის; ფულის დასაბეჭდი ქაღალდი; საზღვარგარეთული მონეტები, ვერცხლის მონეტები; საზღვარგარეთული ლატარიის ბეჭდვითი გამოცემები და სარეკლამო საშუალებები; საიუველირო და ძვირფასი ნივთები; იარაღი, საბრძოლო მასალები და სამხედრო აღჭურვილობა; ღვინო, ლუდი და მინერალური წყლები; ხალხისა და ცხოველების სამკურნალო მედიკამენტები; საწერი, სახატავი, სამკერვალო და  საბილიარდო ცარცი; გრაფიტისა და ნახშირის ფანქრები,  პასტელი, ბუნებრივი ნატრიუმის ნახშირმჟავა და კალიუმის ქლორატი; საპონი; სუნამო, ინა, ტუალეტის წყალი, პუდრი, კანის საცხი, სამართებლები და მათი პირები; სარეცხი ფხვნილები და შამპუნები; კანი და ტყავები და მათი ნაწარმი; ნატკეპნი, ნაქსოვი, უქსოვადი ხალიჩები; ხელით ნაქსოვი ხალიჩები,  ნაქარგები; საბნები; ფეხსაცმელი; წინდები; ხელთათმანები; საბურავები და კამერები; მოთუთიებული თუჯის, რკინის, ფოლადის ან ალუმინის საოჯახო და ჰიგიენის ნივთები და მათი ნაწილები; სპილენძის არაელექტრული შესაწვავი ან გასაცხელებელი საოჯახო მოხმარების ნივთები ან მათი ნაწილები; რადიომიმღებები, ტელევიზორები, აკუმულატორები; მინის ნაკეთობები; ქაღალდის ან მუყაოს ყუთები და პაკეტები; ავეჯი და მისი ნაწილები; ლეიბები და თეთრეული; სავარძელ-საწოლები; საქსოვი დაზგები და მათი ნაწილები; ტყვიის აკუმულატორები და მათი სათადარიგო ნაწილები; სადურგლო ნაკეთობები და სამშენებლო დეტალები; თიხის კრამიტი; ფურცლოვანი რკინა; ალუმინის ფურცლები და ფილები; დისკები და საყელურები; ყურძენი; ბამბა; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი და სხვა ნარკოტიკები - მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით; ვირუსები, თერაპიული შრატები, ტოქსინები, მიკრობული პრეპარატები, ვიტამინები და მათი  პროდუქტები - ტუნისის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ნებართვით; ფუტკარი - ისეთები შეფუთვით, რომელიც იძლევა შემოწმების საშუალებას და არ წარმოადგენს საფრთხეს ფოსტის თანამშრომლებისათვის; წურბელა - შეფუთული მკვრივ მაუდის ტომარაში ჭაობის ნიადაგთან ან ხავსთან ერთად და მოთავსებული ხის ყუთში; ყველა სახის მცენარის ფესვები, ამონაყარი, ბოლქვები და სხვა  მიწისქვეშა ნაწილები (მიწიდან გასუფთავებული) - იგზავნება 15 ოქტომბრიდან 15 მაისამდე პერიოდში, ფიტოსანიტარული და წარმომავლობის მოწმობის თანხლებით; სანადირო თოფები - ტუნისის რესპუბლიკის უშიშროების დეპარტამენტის ნებართვით; თამბაქო, სიგარები და სიგარეტები პირადი მოხმარებისათვის, არაუმეტეს 10 კგ-ისა ერთ წლის განმავლობაში - ტუნისის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ესენციები, ექსტრაქტები, სპირტიანი სასმელები, სპირტი, აბსენტის არაყი, ღვინო, შინაური ცოცხალი  ფრინველი და მისი ხორცი, გაყინული ღორის ქონი, კვერცხი, შინაური და გარეული ფრინველი, მარცვლეული და მათი ნაწარმი, შაქარი, ძენძი, თევზის წებო, ძვლებიდან მიღებული წებო, მყესები ყველა სახის, ჟელატინი, სტეარინი და მათი მჟავეები - ტუნისის ფინანსთა მინისტრის ნებართვით; ბამბის ქსოვილი, ხავერდი, ბუკლე, მინარევებიანი ბამბეული, ტანსაცმელი, თეთრეული - ტუნისის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს მიერ ყოველწლიურად დამტკიცებულ ნორმების ფარგლებში; საბანკო ბილეთები - სპეციალური ნებართვით ფასგამოცხადებული გზავნილებით; ზეთები და ცხიმები(ჩინური ხის ზეთისა და აბუსალათინის ზეთის გარდა), დაკონსერვებული ტომატი, ზეთისხილი - სპეციალური ჰერმეტული შეფუთვით; საქარინი - მინიმალური რაოდენობით.


შენიშვნა:
ამანათების ერთ-ერთი განზომილება არ უნდა  აღემატებოდეს: - 1,25 მ-ს, ხოლო მოცულობა: 60 კუბ.დმ.-ს - 5 კგ-მდე მასის ამანათებისათვის; 80 კუბ.დმ.-ს - 5 კგ.-დან 10 კგ-მდე მასის ამანათებისათვის; 100 კუბ.დმ.-ს - 10 კგ-ს ზემოთ მასის ამანათებისათვის.