სერბია და ჩერნოგორია

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სახის იარაღი (სანადიროს გარდა), მათი ნაწილები და მათი საბრძოლო მასალები;  ხელოვნური ღვინისა და არაყის დასამზადებელი ესენციები; აბორტისათვის გამოსაყენებელი საშუალებები; სხვა ქვეყნების სამხედრო ფორმის ტანსაცმელი; პაპიროსის ქაღალდი; საზღვარგარეთული ლატარეა და მისი მოწყობილობები; ჟეტონები, რომლებიც გვანან სახელმწიფო ვალუტას; ქვეყანაში აკრძალული პუბლიკაციები; საფოსტო მტრედები; ფეთქებადი ნივთიერებები; იუგოსლავიის ეროვნული ფული (საბანკო ბილეთები დინარებში); თუთიყუშები; ცხოველები; შინაური ფრინველები, ღვინის შესადედებელი, ტკბილი; კოვზები, სასტვენები და სხვა ნივთები რომლებიც შეიცავენ 10%-ზე მეტ ტყვიას; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
უკაბელო სატელეფონო და სატელეგრაფო აპარატურა, მედიკამენტები და მათი ნიმუშები  - რეცეპტის არსებობის შემთხვევაში, მცენარეთა თესლი, ხილი, ვეტერინარული ვაქცინები, აბრეშუმის ჭიის კვერცხი, ვენახი, ნერგები, მეღვინეობის პრეპარატები, ხეხილისა და ვენახის დაავადებათა საწინააღმდეგო ნივთიერებები - იუგოსლავიის კომპეტენტური ხელისუფლები ნებართვით; ნარკოტიკები - იუგოსლავიის ხელისუფლების წინასწარი ნებართვის საფუძველზე ავტორიტეტული ინსტიტუტების მისამართით; გეოგრაფიული გეგმების ლითოგრაფიული ასლები (1:25000 მასშტაბის გარდა), 15 %-ზე მეტი კონცენტრაციის ძმრის მჟავა, შხამი, ოპიუმი, მცენარეები, ხილი - მცენარეთა დაცვის კომპეტენტური ორგანოს სპეციალური სერტიფიკატით; სხვადასხვა ბაქტერიები; ცხიველური წარმოშობის პროდუქტები - კომპეტენტური ხელისუფლების ნებართვით; ძაღლები, კატები - მთავარი ვეტერინარის მიერ ვიზირებული წარმოშობის შესახებ სერტიფიკატით; გარეული და შინაური ფრინველი წარმოშობისა და ჯანმრთელობის შესახებ სერტიფიკატით; ცელულოიდი და ფილმები - სპეციალური შეფუთვით; იარაღი და საბრძოლო მასალები - კომპეტენტური ხელისუფლების ნებართვით.


შენიშვნა: (ცირკულარული წერილი #15-13/921 21.08.06) მსოფლიო საფოსტო კავშირის საერთაშორისო ბიურო 07.08.06 წლის #284 და #285 ცირკულარული წერილებით გვაცნობებს, რომ ერთიანი ქვეყანა სერბია და ჩერნოგორია ამიერიდან წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ ქვეყანას - სერბიის რესპუბლიკას და ჩერნოგორიის რესპუბლიკას და ორივე ქვეყანა არის მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გევალებათ, სერბიის და ჩერნოგორიის რესპუბლიკების მისამართით საფოსტო გზავნილებათა მიღებისას იხელმძღვანელოთ ერთიანი სახელმწიფოს სერბიასა და ჩერნოგორიასთვის დღემდე მოქმედი ტარიფებით (სატარიფო ზონები და გადაგზავნის საფასური ორივე ქვეყნისათვის იქნება ერთნაირი). დამატებითი ცვლილებები გამოგეგზავნებათ.