სენეგალი

შესატანად აკრძალული საგნები:
ასანთი; სპირტიანი სასმელები; გაზომვის არაათობითი სისტემის სასწორები და საზომები; ორსულობის  საწინააღმდეგო ბეჭდვითი გამოცემები; ლატარიის ბილეთები და მათი გასათამაშებელი ბეჭდვითი პროდუქცია; უხამსი ხასიათისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისადმი მიმართული ბეჭდვითი გამოცემები; ცხოველები; მცენარეები; ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი; სამხედრო აღჭურვილობა; თევზის კონსერვები; საფრანგეთში წარმოებული ყველა ნივთი; ფეხსაცმელი; ბინტ-წინდებიი (გამაშები); საბანკო ბილეთები; მონეტები; ძვირფასი ლითონის ნაწარმი; მედლები; ალკოჰოლის დასამზადებელი ესენციები; შხამიანი ნივთიერებები, ნარკოტიკები; ცოცხალი ცხოველები; ფულის დასამზადებელი დანადგარები; ბრილიანტი; მარკები და ნიშნები; რადიოაქტიური ნივთიერებები;


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

გრამფირფიტები - სენეგალის რესპუბლიკის კონტროლის კომისიის ნებართვით; გამოსახდელი კუბები და სპირტის დისტილაციის სხვა აპარატები რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; არაბულ ენაზე შესრულებული ბეჭდვითი გამოცემები - სპეციალური კონტროლის ჩატარების შემდეგ; ტექნიკური შინაარსის მასალები - ინფორმაციის  სამინისტროს ნებართვით; შხამიანი ნივთიერებები, ნარკოტიკები, საქარინი - მხოლოდ ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლით; მედიკამენტები - ფარმაკოლოგიის დირექციის ნებართვით; მინერალური წყალი, საფეიქრო ნაწარმი, ელექტრონული ბატარეები; სარეცხი საშუალებები, საპონი, მარგარინი, სამართებლის პირები, მავთული, ჭიკარტი, კაუჭი, ეტიკეტები, სათამაშო ქაღალდი, საპოხი მასალები, შაქარი, ფუნჯები, საწერი ქაღალდი, საკანცელარიო საქონელი - ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; ესენციები, ხეები: ბანანის, კაკაოს, ყავის, შაქრის ლერწამი და ბამბა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებათვით; იარაღი, საბრძოლო მასალები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით; სამხედრო აღჭურვილობა - ადმინისტრაციის სპეციალური ნებართვით; სასწორები და სხვა საზომები - კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის წინასწარი დეკლარაციით; ოქრო, ალკოჰოლი მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით.


შენიშვნა:
სენეგალის რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო გზავნილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.