რეუნიონი

შესატანად აკრძალული საგნები:
ბუტანის გაზის სანთებელები; ტყვიის მარილის შემცველი ხელოვნური მარგალიტი; ცხვირიანი სარწყულებლები; არა წმინდა რეზინისგან დამზადებული ბავშვის საწოვარები;  საქარინი; ცხოველური წარმოშობისა და თევზჭერის პროდუქტები საზღვარგარეთული არასამარკო ღვინოები; გამხმარი ხილი ღვინის გამოსახდელი ქარხნებისათვის; 18 გრ. ჩ-ზე მეტი სიმაგრის ღვინოები, ვერმუტი და ლიქიორები; 45 გრ. ჩ-ზე მეტი სიმაგრის ვაშლის სპირტიანი სასმელები; საღებავი და ქიმიური ნივთიერებები; მიცვალებულთა ნეშტის ფერფლის შესანახი ურნები; მცენარეები და მცენარეული პროდუქტები; ლატარიის პროპაგანდისა და გათამაშებისათვის საჭირო ბეჭდვი გამოცემები; ხრწნადი ბიოლოგიური ნივთიერებები; რადიოაქტიური ნივთიერებები, ფეთქებადი ნივთები, საბრძოლო მასალები; ცხოველები და ხორცი; დამაზადებელი საწარმოების მარკები, ნიშნები; თვითნაკეთი წიგნები; სოფლის მეურნეობის პროდუქტები; კონსერვები; მკვდარი ცხოველები; კარტოფილი; თესლი; მარგარინი.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ცელულოიდის ნაწარმი - შესაბამისი შეფუთვით; ნარკოტიკები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, წამლები, სამედიცინო ხელსაწყოები და ინსტრუმენტები, საქარინი - საფრანგეთის სოციალური და ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; ფუტკარი, ცვილი და  მეფუტკრეობის ნივთები - გამომგზავნი ქვეყნის სანიტარული სერტიფიკატით; თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი (საგარებისა და სიგარეტების ჩათვლით), პირადი მოხმარებისათვის - საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები - საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სანიტარული აკრძალვის პირობების გათვალისწინებით; მრეწველობის პროდუქტები, ნავთობი, ფიქალი და სხვა მინერალური ზეთები - საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; მედიკამენტები და დიეტური პროდუქტები - საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული ცენტრისა ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული  სამსახურის ნებართვით; მცენარეები - მცენარეთა დაცვის სამსახურის ნებართვისა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატით; წურბელები - შესაბამისი შეფუთვით; ასანთი - შეიძლება იმპირტირებული იქნას მხოლოდ SEITA -ას მეშვეობით; წიგნები - გამომცემელის აღნიშვნით; ნავთობი - წინასწარი ნებართვით; ძვირფასი ლითონები - გარანტიის სამსახურის  ნებართვით; ძვირფასი ქვები, მარგალიტი - უნდა შეესაბამებოდეს 1968 წლის 29 ნოემბრის #68-1089 დეკრეტს; ოქროს ნაკეთობები - საფრანგეთის ბანკის ნებართვით.


შენიშვნა:
ავიატრანსპორტით გადასაგზავნი ამანათების ზომები არ უნდა აღემატებოდეს ერთი განზომილებით 1 მეტრს ან სიგრძისა და უდიდესი გარშემოწერილობის ჯამით 3 მეტრს.