რუსეთის ფედერაცია

 

ნაწილი  I

შესატანად / სატრანზიტოდ   აკრძალული  ნივთების  სია

1.1.     ბეჭდვითი და აუდიოვიზუალური მასალები:

·        რომლებიც შეიცავენ მოწოდებას ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, ან ტერორიზმის საჯარო გამართლების შესახებ;

·        პორნოგრაფიული ხასიათის;

·        დამზადებული ან გავრცელებული საბაჟო კავშირის ქვეყნების  ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოების არჩევნებისა და რეფერენდუმის   კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით;

·        მიმართული პროპაგანდისკენ ნაცისტური ატრიბუტიკის ან სიმბოლოკის, ანდა ატრიბუტიკის ან სიმბოლოკის, რომელიც იმდენად მსგავსია ნაცისტური ატრიბუტიკის ან სიმბოლოკის, რომ იწვევს  მასთან აღრევას;

·        სხვა ინფორმაციის შემცველი, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, მის სახელმწიფო უსაფრთხოებას, მოქალაქეთა ჯანმრთელობას და მორალს.

 

1.2.         ნებისმიერი სახის იარაღი (მათი ნაწილები), ტყვიები მათთვის (მათი ნაწილები),        სამოქალაქო და სასამსახურო იარაღის კონსტრუქციულად მსგავსი ნაკეთობები;

1.3.      სახიფათო ნარჩენები;

1.4.      სპეციალური ტექნიკური საშუალებები, განკუთვნილი არასაჯარო  ინფორმაციის    

    მისაღებად;

1.5.         ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც არ წარმოადგენენ  ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებს;

1.6.         ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და მათი პრეკურსორები, მათ შორის წამლების სახით;

1.7.         ადამიანის ორგანოები და (ან) ქსოვილები, სისხლი და მისი კომპონენტები;

1.8.         მცენარეები  ნებისმიერი სახით და მდგომარეობაში, მცენარეთა თესლი;

1.9.         ცოცხალი ცხოველები, გარდა ფუტკრების, წურბელების და აბრეშუმის ჭიებისა;

1.10.      ოზონოდამშლელი ნივთიერებები;

1.11.      მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც ხვდებიან 2001 წლის 22 მაისის „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ “ სტოკჰოლმის კონვენციის A და B  დანართების მოქმედების ქვეშ;

1.12.      წყლის ბიოლოგიური რესურსების მოპოვების (დაჭერის) იარაღი:

·        თევზჭერის მზა კვანძოვანი ქსელი, წარმოებული მანქანით ან ხელით, სინთეთიკური, ნეილონის ან სხვა ხელოვნური მონოძაფებისგან. ძაფების დიამეტრი  არაუმეტეს- 0.5მმ-ისა, ხოლო უჯრედის ზომა - არაუმეტეს 100მმ-ისა (უჯრედის კონსტრუქციული ბიჯი - არაუმეტეს  50მმ-ისა);

·        თევზჭერის მზა კვანძოვანი ქსელი, წარმოებული მანქანით ან ხელით, სხვა სინთეთიკური მონოძაფებისგან. ძაფების დიამეტრი  არაუმეტეს- 0.5მმ-ისა, ხოლო უჯრედის ზომა - არაუმეტეს 100მმ-ისა (უჯრედის კონსტრუქციული ბიჯი - არაუმეტეს  50მმ-ისა);

·        ელექტროდამჭერი სისტემები და მოწყობილობები, რომლებიც შედგება ელექტრონული გენერატორის სიგნალებისგან, შეერთებული კაბელებითა და აკუმულატორით (ბატარიით), რომელიც ერთობლივად ასრულებს  წყლის ბიოლოგიური რესურსების მოპოვების (დაჭერის) ფუნქციას ელექტრონული დარტყმის საშუალებით;

1.13.         ალკოჰოლური პროდუქცია, ეთილის სპირტი, ლუდი;

1.14.         ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქცია და მოსაწევი ნარევები;

1.15.         რადიოაქტიური მასალები;

1.16.         კულტურული ფასეულობები;

1.17.         მალფუჭებადი საქონელი;

1.18.         ნებისმიერი ფორმისა და მდგომარეობის ძვირფასი ქვები, ბუნებრივი ალმასი, გარდა საიუველირო ნაკეთობებისა.

 

ნაწილი  II

სპეციალური  დებულებები,  საბაჟო  და  სხვა  პროცედურები

2.1.    საბაჟო  დეკლარაციის შევსება - თითეულ   საფოსტო  გზავნილს ( მცირე პაკეტი, ამანათი)  უნდა  დაერთოს  გამგზავნის  მიერ რუსულად  ან  ფრანგულად  შევსებული CN 23  საბაჟო  დეკლარაციის  ფორმა. თითოეული  CN 23    საბაჟო  დეკლარაცია  ( ძველი   C 2/CP 3  ფორმა) უნდა  შეიცავდეს  შემდეგ  ინფორმაციას: გამგზავნი  ქვეყნის  სახელწოდება; მიმღები  ქვეყნის  სახელწოდება; გამგზავნის  სახელი და  გვარი  და  ზუსტი  მისამართი; თითოეული  ნივთის  ჩამონათვალი  და  ღირეულება; გზავნილის მთლიანი  და  სუფთა  წონა; შეფუთული   ნივთების  მთლიანი  და  სუფთა  წონა. დაზღვეულ  ამანათებზე  უნდა  იყოს  მითითებული  სადაზღვევო  თანხა  SDR-ში.

2.2.  ზედდებულის  დართულობის  საჭიროება -  საფოსტო  გზავნილის  ქვითრებზე   და  ზედდებულზე   უნდა  იყოს  მითითებული   საბაზრო  ღირებულება,რომელიც მიეწოდება  შესაბამისი  ლიცენზიის  საფუძველზე.

2.3. საქონლის  წარმოშობის  დადასტურების  საჭიროება - უცხო  ქვეყნის  ხელისუფლების  და  საზოგადოებრივი  ორგანიზაციების  ( სავაჭრო  პალატა) მიერ  გაცემული  დოკუმენტები  უნდა  იყოს  დამოწმებული  რუსეთის  ფედერაციის  საკონსულოს  მიერ.

2.4. სხვადასხვა  საბაჟო დებულებები

საფოსტო  გზავნილები, რომლებიც  არ  არის  საიმპორტო  აკრძალული  ნივთების  ჩამონათვალში, შეესაბამება  მითითებული  სტანდარტის ფარგლებს   და  თითოეული  გზავნილის  საერთო  ღირებულება, საცალო  ფასების  მიხედვით,  არ  აღემატება  100 $-ს , გათავისუფლებულია  საბაჟო  გადასახადისაგან.

საფოსტო  გზავნილი, რომელიც  დაიშვება  რუსეთის  ფედერაციაში  შესატანად, ადრესატს  ბარდება  საბაჟო  გადასახადისაგან  თავისუფალი, თუმცა  ფასდება  გზავნილის  ღირებულების    30 %-ით.:

-        თუ  შემადგენლობის  ღირებულება  არის  101 $- დან    1000 $-მდე.

-        თუ  ნივთების  რაოდენობა   3-ჯერ  აღემატება  სტანდარტულ  ლიმიტირებულ  რაოდენობას.

საფოსტო  გზავნილები, რომლებიც  დაიშვება  რუსეთის  ფედერაციაში  და  რომელთა  ღირებულება  არის  1001$- დან  10 000$-მდე, ადრესატს  ბარდება  საბაჟო  გადასახადისაგან  თავისუფალი, თუმცა  ფასდება  გზავნილის  ღირებულების  50 %-ით.

საფოსტო  გზავნილები, რომლებიც  არ  არის  გამიზნული  ადრესატის  პირადი  მოხმარებისთვის, მიიჩნევა  როგორც  სისტემატიურად საბითუმო  საქონელი, მაშინაც  კი, როცა ჰყავთ  სხვადასხვა  ადრესატი  და  რეგულარული  ლიმიტი ნივთებისა  დაკმაყოფილებულია  სათითაოდ  ყოველ  ნივთზე.ასეთი  საფოსტო  გზავნილები  უბრუნდება  გამომგზავნ  ქვეყანას.

რუსეთის  ფედერაციაში  იკრძალება  კომერციული კომპანიების  მიერ  გაგზავნილი  ნივთები, რომლებიც  გამიზნულია   რუსეთის  ფედერაციის  ტერიტორიაზე  მუდმივად  მცხოვრები  კერძო პირებისთვის, გარდა  მემკვიდრეობისა. ასეთი  გზავნილები  არ  ბარდება  ადრესატს  და   უბრუნდება  გამგზავნ  ქვეყანას. 

 

შენიშვნა: დაიშვება საფოსტო   გზავნილები, რომლებიც  შევიდა  რუსეთის  ფედერაციაში  უცხო  ქვეყნის  კომერციული  კომპანიებიდან, რომელთაც  აქვთ  თანხმობა  VO ( Vnieshintorg) . დასაშვებად  აუცილებელია  ყველა  ფორმალობების  დაკმაყოფილება  რუსეთის  ფედერაციის  მიმდინარე  რეგულაციების  მიხედვით.

რუსეთის  ფედერაციაში  დაიშვება  უცხოეთიდან  მემკვიდრეობით  მიღებული  საქონელი  და  თავისუფლდება  საბაჟო  გადასახადისაგან  სერტიფიკატის  საფუძველზე , რომელიც  დამოწმებული  იქნება  რუსეთის  ფედერაციის  საკონსულოების  მიერ,  მემკვიდრეობის  და  შემადგენლობის  მემკვიდრეობის  შესახებ  კანონის  შესაბამისად.

შესაკეთბელი  ნივთების  და  მათი  ნაწილების  იმპორტი  რუსეთის  ფედერაციაში  თავისუფალია  საბაჟო  გადასახადისაგან , თუ  გამზავნის  მიერ  შევსებული დეკლარაცია   თან  ახლავს  გზავნილს.

სახელმწიფო  ინსტიტუტების  და  კოოპერატიული  ასოციაციების  სახელზე  გაგზავნილი  საფოსტო  ამანთები,  მიუხედავად  იმისა  რა ტიპის საკუთრებაა  და  თუ  შეიცავს  საბაზრო  ღირებულების  მქონე  ნივთებს,   დაიშვება  საგარეო  ეკონომიკური  ურთიერთობებისა  და  ვაჭრობის  სამინისტროს  მიერ  გაცემული  ლიცენზიის  საფუძველზე.

ნივთები, რომელთა  იმპორტი  იკრძალება  რუსეთის  ფედერაციაში  და  არასწორად  არის  მითითებული  ან  საერთოდ  არ  არის  მითითებული  CN  23  საბაჟო  დეკლარაციაში, ჩამოერთმევათ (მოხდება  კონფისკაცია ).

საბაჟო  გადასახადი  ეკისრება  ნივთებს, რომელთა  იმპორტი  დაიშვება  რუსეთის  ფედერაციაში, დევს  საფოსტო  გზავნილში  და  არ  არის  მითითებული  CN 23  დეკლარაციაში.

აკრძალული  ნივთის  ფოსტით  გაგზავნის    შემთხვევაში,  უნდა  გატარდეს  შემდეგი  ზომები:

-        ჩამოერთვას  მხოლოდ  აკრძალული  ნივთი, დანრჩენი  უნდა  გადაეცეს  ადრესატს.

-        დაუბრუნდეს   გამოგზავნ  ქვეყანას; ან

-        ჩამოერთვას    გზავნილი  მთლიანად.

 

ნებისმიერი  გზავნილი,რომლის  იმპორტიც  იკრძალება   რუსეთის  ფედერაციაში, ასევე   იკრძალება  რუსეთის  ფედერაციის  ნებისმიერ  ტერიტორიაზე  ტრანზიტითაც.