მადეირა

შესატანად აკრძალული საგნები:
მონეტები, საბანკო ბილეთები, ფულის ნიშნები ან  ძვირფასეულობა წარმომდგენზე; ოქროს, ვერცხლის და პლატინის ნივთები; უხამსი და ამორალური ხასიათის საგნები; ფეთქებადი, აალებადი და სხვა სახიფათო ნივთიერებები, მედიკამენტები; ჯანმრთელობისათვის მავნე საკვები პროდუქტები; ნარკოტიკები და ფსოქოტროპული ნივთიერებები; ცხოველები და მათი ტყავი, სისხლი, შიგნეული; წყლის გიაცინტი; ლატარიის ბილეთები;  საფოსტო მარკების მსგავსი ვინიეტები; დამაზადებელი საწარმოს მარკებისა და  სავაჭრო მარკების მქონე ნაკეთობები; მხატვრული ნაწარმოებების ყალბი ეგზემპლარები, პორტუგალიური ლიტერატურის წიგნები; სამხედრო აღჭურვილობა, მომწამვლელი ნივთიერებები და აირები; ღვინის დასამზადებელი ესენციები.


პირობითად დაშვებული საგნები:
შრატები, ვაქცინები და სხვა ანალოგიური პროდუქტები, მედიკამენტები - პორტუგალიურ ენაზე შესრულებული იარლიყებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს  დამაზადებელო საწარმოს წარმომადგენლის გვარი, წამალთა შემადგენლობა, გასაყიდი ღირებულება, თუ შემადგენლობა უცნობია, აუცილებელია პორტუგალიის შესაბამისი სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვა; ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი, მარგარინი - სანიტარული სამსახურის მიერ შემოწმების შემდეგ; ფუტკარი, წურბელა, აბრეშუმის ჭია - სათანადოდ შეფუთული და სანიტარული სამსახურის მიერ შემოწმების შემდეგ; პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლის მიზნით; ცხოველური პროდუქტები, წარმომავლობით ეპიზოოტიით დაავადებული რეგიონებიდან - საბაჟოს ნებართვით; მცენარეები, მათი ნაწილები და  თესლი - სერტიფიკატით; თესლი - სანიტარული სამსახურის ნებართვით; ყველა სახის იარაღი - საბაჟოს ნებართვით; კანონით აკრძალული აზარტული თამაშები, რულეტები - აზარტული თამაშების კონცენსიონერების მისამართით გაგზავნის შემთხვევაში; მარგარინი - ადგილობრივი წარმოების მარგარინისადმი წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში; ძვირფასი ქვები და სხვა ძვირფასი საგნები - მხოლოდ ფასგამოცხადებული წერილებით ან ამანათებით.