მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VI. AVIA გზავნილი / თავი 14. AVIA გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 51. AVIA გზავნილის დაზღვევა

51.1. დამატებითი სერვისის -„ AVIA გზავნილის დაზღვევის“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს.

51.2. „გზავნილის დაზღვევა“ გულისხმობს გამგზავნის (გზავნილის წარმომდგენის) შესაძლებლობას დააზღვიოს AVIA  გზავნილის შიგთავსი მის რეალურ ღირებულებად. ამასთან,  დაზღვევის თანხა დოკუმენტისთვის არ შეიძლება აღემატებოდეს 4000 ლარს, ხოლო საქონელი - 10000 ლარს.

51.3. დაზღვევა ვრცელდება შემდეგ რისკებზე: „საქართველოს ფოსტის“ მიზეზით AVIA გზავნილის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა ან დაზიანება.