მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი I . ზოგადი დებულებები / თავი 2. ტერმინები და განმარტებები
მუხლი 5. განმარტებები

5.1. ამ დოკუმენტით განსაზღვრული  საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის  ათვლა, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული დოკუმენტის კონკრეტული პუნქტით, იწყება:


ა) ადგილობრივი და საერთაშორისო გამავალი საფოსტო გზავნილისათვის - გამგზავნის მიერ მისი „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემის მომდევნო სამუშაო დღიდან, თუ ასეთი გადაცემა განხორციელებულია სამუშაო დღის კონკრეტულ დრომდე (რომელიც დადგენილია „საქართველოს ფოსტის“ მიერ თითოეული სერვისცენტრისთვის ინდივიდუალურად). აღნიშნული დროის შემდეგ მიღებული საფოსტო გზავნილი ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად.

ბ) საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილისათვის - მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთან, „საქართველოს ფოსტის“ მიერ საფოსტო გზავნილი კონკრეტულ დღეს მიღებულად ითვლება, თუ ის მისთვის გადაცემულია  ამ დღის 9.00 საათამდე. აღნიშნული დროის შემდეგ მიღებული საფოსტო გზავნილი ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად.


5.2. ამ რეგულაციით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილის სერვისცენტრში  შენახვის ვადის ათვლა დაიწყება საფოსტო გზავნილის სერვისცენტრში  მიღების დღის მომდევნო დღიდან, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული დოკუმენტის კონკრეტული პუნქტით.

5.3. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის  დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე.

5.4. თუ ადრესატს არ წარმოადგენს ფიზიკური პირი, ასეთი საფოსტო გზავნილის ჩაბარების ვადის გამოთვლისას სამუშაო დღედ არ მიიჩნევა შაბათი დღე.

5.5. ამ დოკუმენტით განსაზღვრული ნებისმიერი ვადა, რომელიც დადგენილია სერვისცენტრში საფოსტო გზავნილის შენახვისათვის, შესაძლებელია შემცირდეს ან გაიზარდოს (მაგრამ არა უმეტეს საფოსტო გზავნილის მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადით) გამგზავნის, გამგზავნის საფოსტო ადმინისტრაციის  ან ადრესატის ინდივიდუალური წერილობითი მომართვის საფუძველზე.

 

 
მუხლი 5. განმარტებები