მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი V . EMS გზავნილი / თავი 12. EMS გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 48. EMS გზავნილის არასამუშაო საათებში მიღება

48.1. დამატებითი სერვისის „  EMS გზავნილის არასამუშაო საათებში მიღების“ არჩევის უფლება აქვს მხოლოდ „საქართველოს  ფოსტის“ იმ მომხმარებლებს, რომლებთანაც დადებულია ხელშეკრულება შესაბამისი პირობით.

48.2. „EMS  გზავნილის   არასამუშაო  საათებში მიღება“  გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გადასცეს „საქართველოს ფოსტის“ EMS გზავნილი სამუშაო დღეებში (გარდა შაბათისა) 17.00-დან 19.00 საათამდე პერიოდში. არასამუშაო საათებში მიღებული ამანათის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.

48.3. EMS გზავნილის არასამუშაო საათებში მიღებას „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს  გამგზავნის მისამართზე, მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.