მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი V . EMS გზავნილი / თავი 11. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 44. EMS გზავნილის დამატებითი დებულებები

44.1. EMS გზავნილის მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება მომხმარებელს შეუძლია  როგორც  თავად (კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით), ასევე „საქართველოს ფოსტისათვის“ მომართვის საფუძველზე. მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს სურვილის შემთხვევაში მოახდინოს საერთაშორისო გამავალი EMS გზავნილის გადამისამართება, ხოლო მისი „საქართველოს ფოსტის“ მიზეზით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად აინაზღაუროს ზარალი.