მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 10. ამანათის დამატებითი სერვისები
მუხლი 37. ამანათი - ჩაბარების დასტურით

37.1. დამატებითი სერვისი „ამანათი-ჩაბარების დასტურით“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, მხოლოდ რეგისტრირებული ადგილობრივი ამანათის გაგზავნის შემთხვევაში.

37.2. „ამანათი ჩაბარების დასტურით გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას  ამანათის გაგზავნისას მოითხოვოს მისი ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციის უკან მიღება.

37.3. ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის ჩაბარება ხორციელდება სერვისცენტრში გამგზავნის მისამართის  მიხედვით, ამანათის „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

37.4. იმ შემთხვევაში, თუ „საქართველოს ფოსტისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის გადაცემა   15 კალენდარული დღის ვადაში, ის გადაეცემა „საქართველოს ფოსტის“ შესაბამის სამსახურს, დადგენილი ვადით დაარქივებისა  და ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი განადგურებისათვის.