მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 9. სასჯელაღსრულების ამანათის მიღება და ჩაბარება
მუხლი 32. სასჯელაღსრულების ამანათის მიღება

32.1. „საქართველოს ფოსტა“ ახორციელებს ამანათის მიღებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით.

32.2. სასჯელაღსრულების ამანათის „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიღება (შესაბამისად გამგზავნის მიერ მისი გაგზავნა), ხორციელდება სერვისცენტრის მეშვე- ობით.

32.3. სასჯელაღსრულების ამანათი გამგზავნის მიერ შეფუთული  უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს.

32.4. სასჯელაღსრულების ამანათის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომლებიც არსებობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.