მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 8. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მიღება და ჩაბარება
მუხლი 28. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მიღება

28.1. „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო სახმელეთო ამანათების მიღებას ახორციელებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე  და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და  ადრესატისათვის ჩაბარებას საქართველოში.

28.2. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე სახმელეთო ამანათის მიღების პროცედურა განისაზღვრება იმ კომპანიების რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც ახორციელებენ ასეთი ამანათების მიღებას მომხმარებლისაგან და მათ გადმოცემას „საქართველოს ფოსტისთვის“.

28.3. სახმელეთო ამანათი გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს მსხვრევადი  ნივთი წარმოადგენს, მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშვნას ასეთის შესახებ. გამგზავნი ასევე ვალდებულია ამანათის შეფუთვაზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ადრესატის ვინაობისა და მისი ზუსტი მისამართის შესახებ. სასურველია გზავნილის შეფუთვა ასევე შეიცავდეს ინფორმაციას ადრესატის საკონტაქტო ტელეფონის შესახებ.

28.4. სახმელეთო ამანათის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს   ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს საქართველოში იმპორტისას.

28.5. „საქართველოს ფოსტის“ უფლება აქვს დაადგინოს დამატებითი პროცედურები ან/და შეზღუდვები სახმელეთო ამანათის, მათ შორის - მისი შიგთავსის მიმართ.