მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 7. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 26. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნის და ჩაბარების ვადები

26.1. რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ადგილობრივი და საერთაშორისო შემომავალი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:

26.1.1.  რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ადგილობრივი და საერთაშორისო შემომავალი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:

     3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისათვის;

     5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისათვის.

 

26.2. რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) საერთაშორისო  გამავალი ამანათის დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები

26.2.1.  საქართველოდან გაგზავნილი რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ამანათის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ვადებია:

 

ა) ევროპა:

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 4 (ოთხი)სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ  რეგისტრირებული ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;

 

ბ) დანარჩენი მსოფლიო:

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 5 (ხუთი)სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან 6 (ექვსი) სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის სპეციალური  ადმინისტრაციული ერთეულებში მიღებიდან - 7 (შვიდი) სამუშაო დღე;

 

26.2.2.  საქართველოდან გაგზავნილი ამანათის დანიშნულების ქვეყანაში ჩაბარების ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2-დან 20 სამუშაო დღემდე.

26.2.3.  საქართველოდან გაგზავნილი   რეგისტრირებული ამანათის   დანიშნულების ქვეყანაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იგი ბრუნდება უკან გამომგზავნთან დანიშნულების ქვეყნის მიერ დადგენილ ვადებში და წესით.