მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 23. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა

23.1. დამატებითი სერვისის - „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის“ - არჩევის უფლება აქვს გამგზავნს საერთაშორისო გამავალი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის შემთხვევაში.

23.2. „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას  დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე უარი თქვას „საქართველოს ფოსტისთვის“ გადმოცემული წერილობითი კორესპონდენციის შემდგომ გაგზავნაზე მისი „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემის დღის 17.00 საათამდე.