მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი I . ზოგადი დებულებები / თავი 1. შესავალი
მუხლი 2. საფოსტო გზავნილების დამისამართება და გამოყენებული ენები

2.1. საფოსტო  გზავნილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამგზავნისა და ადრესატის შესახებ. ინფორმაცია გამგზავნის შესახებ დაიტანება  საფოსტო გზავნილის ზედა მარცხენა კუთხეში, ხოლო ადრესატის შესახებ - ქვედა მარჯვენა კუთხეში.

2.2. ადგილობრივ საფოსტო გზავნილზე ინფორმაცია ადრესატისა და გამგზავნის შესახებ დატანილი უნდა იყოს გარკვევით,  ქართული ასოებისა და არაბული ციფრების გამოყენებით და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:


  გამგზავნის და ადრესატის ვინაობა და ტელეფონის ნომერი; მისამართი (საფოსტო ინდექსი, დასახლებული პუნქტი (ქალაქი, დაბა, სოფელი და ა.შ.); ქუჩის სახელწოდება; შენობის და ბინის ნომერი).


2.3. საერთაშორისო საფოსტო გზავნილზე, ინფორმაცია ადრესატისა და გამგზავნის შესახებ დატანილი უნდა იყოს გარკვევით, ლათინური ასოებისა და არაბული ციფრების გამოყენებით და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:


     გამგზავნისა და ადრესატის ვინაობა და ტელეფონის ნომერი; მისამართი დაწერილი ბეჭდვითი ასოებით ( ქვეყნის დასახელება; საფოსტო ინდექსი; დასახლებული პუნქტი (ქალაქი, დაბა, სოფელი და ა.შ.);  ქუჩის სახელწოდება; შენობის და ბინის ნომერი). ამასთან, თუ საფოსტო გზავნილის გაგზავნის ქვეყანაში გამოიყენება სხვა ასოები და ციფრები, რეკომენდებულია მისამართი დაიწეროს ასევე ამ ასოებისა და ციფრების გამოყენებით.

2.4.       ამ დოკუმენტით განსაზღვრული „საქართველოს ფოსტის“ ცალკეული პროდუქტები შესაძლებელია ითვალისწინებდეს საფოსტო გზავნილზე მეტი ინფორმაციის დატანის აუცილებლობას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება  კონკრეტული

პროდუქტისთვის დადგენილი წესები.

2.5.       დასაშვებია მარტივი კატეგორიის  წერილისა და საფოსტო ბარათის, აგრეთვე,

ამავე კატეგორიის ადგილობრივი მცირე პაკეტის გაგზავნა, გამგზავნის შესახებ

ინფორმაციის გარეშე.