ხშირად დასმული კითხვები

რატომ იქმნება პრობლემა ქოლ ცენტრთან დაკავშირებისას?

ქოლ ცენტრთან დაკავშირება ხდება ტონალურ რეჟიმში. აღნიშნულ რეჟიმზე გადაყვანა ხდება ტელეფონის აპარატზე არსებული გადასართავით, რომელიც გადართული უნდა იყოს tone-ზე.

შესაძლებელია თუ არა საიტზე ჩამოსული ან გაგზავნილი გზავნილის ადგილმდებარეობის შემოწმება?

გზავნილის ადგილმდებარეობა შეამოწმეთ ბმულზე

შეტყობინება დამხვდა და რა ვქნა?

უნდა მიაკითხოთ შეტყობინებაზე მითითებულ მისამართზე მდებარე სერვის ცენტრს
ან დაგვიკავშირდეთ ქოლ-ცენტრის ნომერზე 224 09 09.
 

როდის ექვემდებარება საფოსტო გზავნილი იმპორტის გადასახადისაგან (განბაჟებისაგან) გათავისუფლებას?

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია

ა) ფიზიკური პირის მიერ:

Ø საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე-97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

Ø 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;

Ø 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი.

 

ბ) ფიზიკური პირის გარდა ყველა სხვა სუბიექტის მიერ:

 

Ø საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე-97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი;

Ø 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი;

Ø 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი.

 

შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის ან/და თამბაქოს ნაწარმის

ოდენობა აღემატება ზემოხსენებულ ზღვრულ ოდენობას, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

 

 

რა არის ქოლ-ცენტრის საკონტაქტო ნომერი და სამუშაო გრაფიკი?

ტელ: +(995 32) 224 09 09
ორშაბათი-პარასკევი: 9:30 სთ.-დან - 18:30 სთ.-მდე
შაბათი: 10:00 სთ.-დან - 14:00 სთ.-მდე

როგორ მოვიძიო თბილისის ქუჩებისა და რეგიონების ინდექსები?

რა საათებში მუშაობს სერვის ცენტრები?

ორშაბათი-პარასკევი: 9:00 სთ.-დან - 17:00 სთ.-მდე
შაბათი: თბილისის სერვის ცენტრები - 10:00 სთ.-დან - 14:00 სთ.-მდე

              რეგიონალური სერვის ცენტრები - 09:00 სთ.-დან - 14:00 სთ.-მდე

როგორ ვიპოვოთ სერვის ცენტრების მისამართები?