მისია, ხედვა

მისია

საქართველოს ფოსტის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებელთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. კომპანიის მისიაა პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შექმნას მომსახურების უმაღლესი სტანდარტი. უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, დაიცვას და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროსა და ამინდში, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ გადაადგილებას. 


ხედვა

კომპანიის ხედვაა, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით მოიპოვოს მომხმარებლის ლოიალურობა, იყოს სანდო პარტნიორი როგორც მომხმარებლისთვის, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისათვის. პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სერვის ცენტრებში მაღალი სტანდარტის მომსახურება და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს კომპანიის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია გეგმავს ლოჯისტიკური ხაზის გაფართოების გზით გახდეს ლიდერი საფოსტო ოპერატორი რეგიონში.