ჩვენს შესახებ

"საქართველოს ფოსტა" - საფოსტო ოპერატორი, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური 

საფოსტო მომსახურებსფეროში შემავალი სერვისებით.

„საქართველოს ფოსტა“ სხვა კონკურენტებთან შედარებით გთავაზობთ სერვისების დიდ არჩევანსა და სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელს საქართველოში.  

კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შემცირებული ტარიფებით მოვემსახუროთ მომხმარებლებს.

 

 



შპს "საქართველოს ფოსტა" ახორციელებს:

-

საფოსტო გზავნილთა (წერილობითი კორესპონდენცია, ამანათი, EMS გზავნილი, ავია გზავნილი)
მიღებას, დამუშავებას, გაგზავნას, გადაზიდვასა და ჩაბარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - 190-ზე მეტ ქვეყანაში;

 

- კომუნალური მომსახურების გადასახადების მიღებას;
- ფულადი გზავნილების გაგზავნასა და სატელეგრაფო მომსახურებას;
 

   
საქართველოს ფოსტა თავის სტრუქტურაში აერთიანებს:
- "საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტას" (EMS), რომელიც "Express mail services"-ის მსოფლიო ქსელში, 2001 წლის 1 მარტიდან არის ჩართული;