კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს იურიდიული სამსახურის უფროსის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 7 ივნისი 2019  /  ძალაშია: 23 ივნისი 2019

ძირითადი მოვალეობები:

-          კომპანიის იურიდიული საქმიანობის მართვა;

-          კომპანიის სახელით სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

-          სტრუქტურული ერთეულებისათვის  სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით;

-          კომპანიის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სხვა უწყებებში;

-          საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში იურიდიული დოკუმენტების და დადგენილი პროცედურების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი იურიდიული განათლება;

·         მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება დიდ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;

·         საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;

·         სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნა;

·         რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;

·         MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         მართვის და ხელმძღვანელობის უნარი; პრიორიტეტების დასახვის, დაგეგმვის და სამუშაოს ორგანზიების უნარი;

·         მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;

·         კარგი არგუმენტირების და დასაბუთების უნარი;

·         პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;

·         კონფლიქტებისა და დავების მართვისა და გადაწყვეტის უნარი;

·         ცვლილებების ინიცირების/დანერგვისა  და მართვის უნარი;

·         ანგარიშების შექმნის/წარდგენის უნარი;

·         გამართულად მეტყველებისა და წერილობითი კომუნიკაციის უნარები.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - იურიდიული სამსახურის უფროსი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  - 23.06.2019