კარიერა
შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს გაყიდვების ოპერატორის ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრში (ნახევარი განაკვეთი)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - მოთხოვნისამებრ. (კვირაში 24 საათი)
ანაზღაურება - 300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
· მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
· მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
· მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
· სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
· ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
· რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B2 დონეზე)
· MS პროგრამების ცოდნა;
· მონაცემეთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
· ადაპტურობა/მოქნილობა;
· სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
· სხარტი აზროვნების უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
· ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
· სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- ჯგუფური გასაუბრება ;
- ტესტირება;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
- სტაჟირება 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - თბილისის გაყიდვების ოპერატორი (ნახევარი განაკვეთი) დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28.02.2019