User Manual

კარი I . ზოგადი დებულებები / თავი 2. ტერმინები და განმარტებები
მუხლი 4. გამოყენებული ტერმინები

4.1.ამ რეგულაციის მიზნებისათვის, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი   მნიშვნელობა:

 

4.1.1.საფოსტო გზავნილი -  წერილობითი კორესპონდენცია, ამანათი, EMS  და  AVIA გზავნილი, რომელიც  მიიღება ან/და ბარდება  „საქართველოს ფოსტა“-ს საშუალებით.

4.1.2. წერილობითი კორესპოდენცია - საფოსტო გზავნილის სახეობა, რომელსაც მიეკუთვნება საფოსტო ბარათი; წერილი (მათ შორის ჰიბრიდული წერილი); მცირე პაკეტი და M ტომარა.

4.1.3..საფოსტო ბარათი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომელიც წარმოადგენს  მყარი ქაღალდის ან მუყაოსგან დამზადებულ სპეციალურ ბლანკს, განკუთვნილს  წერილობითი ტექსტის განსათავსებლად და იგზავნება/ბარდება  ღია სახით, კონვერტის გარეშე. 

·     საფოსტო ბარათის წონა: 20გრ-მდე.

·    საფოსტო ბარათის ზომა: მინიმალური   90X140 მმ;  მაქსიმალური   - 120X235მმ;

 

ü დაკეცილი და პერფორირებული საფოსტო ბარათები იგზავნება მხოლოდ დახურული სახით, კონვერტით.

4.1.4. წერილი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომელიც შეიცავს ქაღალდზე დატანილ ტექსტს ან/და დოკუმენტს და იგზავნება/ბარდება  დახურული სახით, კონვერტით;

·     წერილის  წონა:   250გრ-მდე;

·     წერილის  ზომა: მინიმალური   90X140 მმ;  მაქსიმალური   - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.

ü წერილი, რომლის ზომა ან წონა აღემატება მაქსიმალურ ზღვარს, ჩაითვლება  მცირე პაკეტად.

4.1.5.ჰიბრიდული წერილი - წერილის სახეობა, რომელიც მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ხდება მისი მატერიალურ ფორმატში (ქაღალდზე) გადატანა და გამგზავნის სურვილის შესაბამისად მისი ღია(უკონვერტოთ) ან დახურული (კონვერტით) სახით  ჩაბარება ადრესატისათვის.

·     ჰიბრიდული წერილის  წონა:  100 გრ-მდე;

·     ჰიბრიდული წერილის  ზომა:  მინიმალური   90X140 მმ;  მაქსიმალური   - 240X340მმ; ფურცლის მაქსიმალური რაოდენობა: 15ცალი.

4.1.6.მცირე პაკეტი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომლის შიგთავსი შეიცავს როგორც ქაღალდზე დატანილ ბეჭდვით მასალებს, ხელნაწერებს, დოკუმენტებს და ფოტოსურათებს, ასევე ნივთებს, თუ მათი მცირე პაკეტის სტატუსით გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, მიმღები ქვეყნის ან „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ დადგენილ წესებს.

·     მცირე პაკეტის წონა: 2კგ-მდე (გამონაკლისია 5კგ-მდე წონის ურღვევი წერილობითი კორესპონდენცია).

·     მცირე პაკეტის ზომა: მინიმალური   90X140 მმ;  მაქსიმალური   - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.

ü  მცირე პაკეტი, რომლის ზომა ან წონა აღემატება მაქსიმალურ ზღვარს, ჩაითვლება  ამანათად.

4.1.7. M ტომარა - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომლი ეიცავს ერთ ადრესატზე დამისამართებულ წიგნებს, გაზეთებს, პერიოდულ გამოცემებს და სხვა მსგავს პროდუქციას.

 

·     M ტომარას წონა:  30კგ-მდე.

·     M ტომარას გარშემოწერილობა -120სმ.

 

4.1.8. ამანათი-საფოსტო გზავნილის სახეობა, რომლის შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი  საგანი (საქონელი), თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, დანიშნულების ქვეყნისა და შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ დადგენილ წესებს.

 

·     ამანათის წონა:  30კგ-მდე.

·     ამანათის მოცულობა: არ უნდა აღემატებოდეს 1მ3

 

4.1.9. სახმელეთო ამანათი - ამანათის სახეობა, რომელსაც  „საქართველოს ფოსტა“ იღებს  საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ  და ახდენს მის ტრანსპორტირებასა და ადრესატისათვის ჩაბარებას საქართველოს ტერიტორიაზე.

 

·     სახმელეთო ამანათის წონა:  30კგ-მდე.

·     სახმელეთო ამანათის მოცულობა: არ უნდა აღემატებოდეს 1მ3

 

4.1.10.   ამანათი სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის - ამანათის სახეობა, რომელიც განკუთვნილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის (ადრესატისთვის),  ხოლო შიგთავსი  შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთებისგან.

 

·     სასჯელაღსრულების ამანათის წონა: არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40კგ-ს.

 

4.1.11.   EMS გზავნილი - გზავნილის სახეობა, რომელიც გულისხმობს გზავნილის  მიღებას, დამუშავებას, გაგზავნ, გადაზიდვასა და ადრესატისთვის ჩაბარებას დაჩქარებულად - შესაძლო მოკლე ვადებში, ხოლო მისი შიგთავსის  დაზღვევა შესაძლებელია გამგზავნის მიერ გამოცხადებული, მაგრამ არაუმეტეს შიგთავსის რეალური  ღირებულებით. დაზღვევის თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს 10 000 ლარს.

 

·     EMS გზავნილის წონა:  30კგ-მდე.

·     EMS გზავნილის ზომა: დიაგონალურად არ უნდა აღემატებოდეს 150სმ-ს.

 

4.1.12.   AVIA გზავნილი - გზავნილის სახეობა, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო გამავალი გზავნილის საქართველოში მიღებას და მის ჩაბარებას სხვა ქვეყანაში  დაჩქარებულად, შესაძლო მოკლე ვადებში, ხოლო მისი შიგთავსის  დაზღვევა შესაძლებელია გამგზავნის მიერ გამოცხადებული, მაგრამ არაუმეტეს შიგთავსის რეალური  ღირებულებით. დაზღვევის თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს 10 000 ლარს.

 

·     AVIA გზავნილის წონა: არ უნდა აღემატებოდეს 30კგ-ს.

·     AVIA გზავნილის ზომა დაიანგარიშება ფორმულით: სიგრძე X სიგანე X სიმაღლე : 5000

 

4.1.13.   ელექტრონული კომერციის გზავნილი - მცირე პაკეტი ან ამანათი, რომლის შიგთავს წარმოადგენს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთი.

 

4.1.14.   მარტივი გზავნილი  - საფოსტო გზავნილი (საფოსტო ბარათიწერილი (მათ შორის ჰიბრიდული) და მცირე პაკეტი), რომელსაც მისი ფოსტისთვის გადაცემისას  არ ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიუწერავად და ადრესატს ბარდება ხელმოწერის გარეშე.

 

4.1.15.   რეგისტრირებული გზავნილი - საფოსტო გზავნილი (წერილობითი კორესპონდენცია  (გარდა საფოსტო ბარათისა) და ამანათი, რომელიც  ფოსტისთვის გადაცემისას რეგისტრირდება  და ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიწერით და ადრესატს ბარდება ხელმოწერით.

 

4.1.16.   დაზღვეული (ფასგამოცხადებული) გზავნილი - რეგისტრირებული წერილი, მცირე პაკეტი ან ამანათი, რომელიც  იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული ფასგამოცხადების(დაზღვევის) თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. ფასგამოცხადების თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.

 

4.1.17.   ადგილობრივი საფოსტო გზავნილი - საფოსტო გზავნილი, რომლის გაგზავნაც და ადრესატისთვის ჩაბარებაც ხორციელდება „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

 

4.1.18.   საერთაშორისო საფოსტო გზავნილი  - საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტა“-ს მეშვეობით იგზავნება სხვა სახელმწიფოში ან/და მიიღება სხვა სახელმწიფოდან.

 

4.1.19.   საერთაშორისო გამავალი გზავნილი - საერთაშორისო საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტა“-ს მეშვეობით იგზავნება სხვა სახელმწიფოში.

 

4.1.20.   საერთაშორისო შემომავალი გზავნილი - საერთაშორისო საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მიიღება სხვა სახელმწიფოდან.

 

4.1.21.   მომხმარებელი - გამგზავნი და ადრესატი ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

 

4.1.22.   გამგზავნი - პირი, ვინც აგზავნის (ან ვისი სახელითაც იგზავნება) გზავნილს, პასუხისმგებელია მის შიგთავზე და  უფლებამოსილია მოითხოვოს გზავნილის მიმართ პირვანდელი დავალების შეცვლა (გზავნილის უკან დაბრუნება, გადამისამართება და ა.შ).

 

4.1.23.   ადრესატი - პირი,  ვისზეც დამისამართებულია საფოსტო გზავნილი,  აგრეთვე ადრესატის სახელით გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი,  შპს „საქართველოს ფოსტა“-ს  წესების შესაბამისად;

 

4.1.24.   ადრესატის მისამართი - მისამართი, რომელიც დატანილია საფოსტო გზავნილზე  და მიუთითებს ადგილს, სადაც უნდა ჩაბარდეს იგი ადრესატს;

 

4.1.25.   პირი - ფიზიკური ან იურიდიული, აგრეთვე ნებისმიერი სამართლებრივი წარმონაქმნი.

 

4.1.26.   კალენდარული დღე -დროის 24 საათიანი მონაკვეთი, 00.00 საათიდან 24.00 საათამდე.

 

4.1.27.   სამუშაო დღე – კალენდარული დღის 8 საათიანი, ხოლო შაბათს - 4 საათიანი  ინტერვალი, გარდა კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღეებისა. ამასთან, სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების კონკრეტული საათები განისაზღვრება „საქართველოს ფოსტა“-ს შიდა დოკუმენტით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის როგორც ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე განთავსდება სერვისცენტრში - თვალსაჩინო ადგილას.

 

4.1.28.    ადმინისტრაციული ერთეული - შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ, საკუთარი საქმიანობის ოპერირების მიზნით, საქართველოს ტერიტორიის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) პირობითი დაყოფის  შედეგად  შექმნილი ერთეულები (რეგიონები).  ამასთან, თითოეული რეგიონი  შესაძლებელია აერთიანებდეს როგორც მხოლოდ ქალაქს, ასევე ქალაქსა და სხვა ტიპის დასახლებას - ერთობლივად.

 

4.1.29.    სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული - მესტიის, სტეფანწმინდის,დუშეთის, თიანეთის, ცაგერის, ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულები.

 

4.1.30.   SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი კურსების შესაბამისად და სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე ქვეყნდება. 

 

 

მუხლი 4. გამოყენებული ტერმინები