User Manual

კარი IV . ამანათი / თავი 9. სასჯელაღსრულების ამანათის მიღება და ჩაბარება
მუხლი 32. სასჯელაღსრულების ამანათის მიღება

32.1. „საქართველოს ფოსტა“, ახორციელებს ამანათის მიღებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით.

32.2. სასჯელაღსრულების ამანათის  „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მიღება (შესაბამისად გამგზავნის მიერ მისი გაგზავნა), ხორციელდება სერვისცენტრის მეშვეობით.

32.3. სასჯელაღსრულების ამანათი გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს.

 

32.4. სასჯელაღსრულების ამანათის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს  ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.