User Manual

კარი IV . ამანათი / თავი 7. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 27. დამატებითი პირობები რეგისტრირებული (მათ შორის დაზღვეული) ამანათისთვის

27.1. რეგისტრირებული (მათ შორის დაზღვეული)  ამანათი „მოკითხვამდე“ პირობით - მისი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში რჩება სერვისცენტრში, რის შემდეგაც ბრუნდება უკან. „მოკითხვამდე“ პირობით ამანათის ადრესატისათვის არ ხორციელდება შეტყობინების (მათ შორის SMS შეტყობინების) დატოვება.

 

27.2. რეგისტრირებული  ამანათის მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება მომხმარებელს შეუძლია  როგორც თავად, (კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით),  ასევე „საქართველოს ფოსტა“-სთვის მომართვის საფუძველზე. მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს სურვილის შემთხვევაში მოახდინოს საერთაშორისო გამავალი  რეგისტრირებული  ამანათის  გადამისამართება (მხოლოდ გაგზავნილი ქვეყნის ფარგლებში და თუ ასეთი სერვისი გააჩნია ასეთი ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას) , ხოლო  მისი „საქართველოს ფოსტა“-ს  მიზეზით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დადგენილი წესითა და ოდენობით აინაზღაუროს ზარალი.