User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 20. წერილობითი კორესპონდენციის არასამუშაო საათებში მიღება

20.1.დამატებითი სერვისი  „წერილობითი კორესპონდენციის არასამუშაო საათებში მიღება“-ს არჩევის უფლება აქვს მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“-ს იმ მომხმარებლებს, რომლებთანაც  დადებულია  ხელშეკრულება - შესაბამისი პირობით.

20.2. „წერილობითი კორესპონდენციის არასამუშაო საათებში მიღება“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გადასცეს „საქართველოს ფოსტა“-ს წერილობითი კორესპონდენცია სამუშაო დღეებში (გარდა შაბათისა)  17.00-დან 19.00 საათამდე პერიოდში. არასამუშაო საათებში მიღებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.

 

20.3. წერილობითი კორესპონდენციის არასამუშაო საათებში მიღება ხორციელდება მომხმარებლის მისამართზე, მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.