User Manual

კარი I . ზოგადი დებულებები / თავი 1. შესავალი
მუხლი 2. საფოსტო გზავნილების დამისამართება და გამოყენებული ენები

2.1. საფოსტო გზავნილი, როგორც წესი,  უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამგზავნისა და ადრესატის შესახებ.  დასაშვებია მარტივი კატეგორიის საფოსტო გზავნილის გაგზავნა/მიღება გამგზავნის შესახებ ინფორმაციის გარეშე.

2.2. ინფორმაცია გამგზავნის შესახებ დაიტანება  საფოსტო გზავნილის ზედა მარცხენა კუთხეში, ხოლო ადრესატის შესახებ - ქვედა მარჯვენა კუთხეში.

2.3.   ადგილობრივ  საფოსტო გზავნილზე, ინფორმაცია ადრესატის და გამგზავნის შესახებ დატანილი  უნდა ყოს  ქართულ ენაზე და  შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

Ø გამგზავნის და ადრესატის - საფოსტო ინდექსი; დასახლებული პუნქტი (ქალაქი, დაბა, სოფელი და ა.შ.) და ქუჩა; შენობის და ბინის ნომერი; გამგზავნის და ადრესატის ვინაობა; ტელეფონის ნომერი (სასურველია).

2.4. საერთაშორისო გამავალ საფოსტო გზავნილზე,  ინფორმაცია ადრესატის და გამგზავნის შესახებ დატანილი უნდა იყოს  ლათინური ასოებით და  შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

Ø გამგზავნის და ადრესატის ქვეყნის დასახელება; საფოსტო ინდექსი; დასახლებული  პუნქტი (ქალაქი, დაბა, სოფელი და ა.შ.) და ქუჩა; შენობის და ბინის ნომერი; გამგზავნის და ადრესატის ვინაობა; ტელეფონის ნომერი (სასურველია).

 

2.5. ამ დოკუმენტით განსაზღვრული „საქართველოს ფოსტას“ ცალკეული პროდუქტები შესაძლებელია ითვალისწინებდნენ გამგზავნისა და ადრესატის შესახებ მეტი ინფორმაციის დატანის აუცილებლობას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება  კონკრეტული პროდუქტისთვის დადგენილი წესები.