სამუშაო გრაფიკი - სრული
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
· კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
· არსებული პროდუქტების გაყიდვა;
· კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
· სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
· ქართული ენის ცოდნა;
· რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
· MS პროგრამების ცოდნა;
·
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
· მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· კომუნიკაციის უნარი;
· გუნდური მუშაობა;
· მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15.08.2022