საერთაშორისო მარშრუტების დაგეგვმის სპეციალისტი

გამოქვეყნებულია მაისი 30, 2022 / ძალაშია ივნისი 30, 2022

სამუშაო ადგილმდებარეობა - თბილისი, სადგურის მოედანი N 2.

 

ძირითადი მოვალეობები: 

·         ექსპორტზე გაგზავნილი საფოსტო გზავნილების ტრანსპორტირებისათვის მარშუტის დაგეგვმა;

·         არსებულ და პოტენციურ პარტნიორ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციის საფუძველზე, გეგმავს ოპტიმალურ მარშუტებს საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით გასაგზავნი ამანათების ტრანსპორტირებისათვის;

·         ახორციელებს მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორ ავაკომპანიებთან და ამყარებს მათთან ეფექტურ კომუნიკაციას;

·         უზრუნველყოფს ავიაკომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმებას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·         განათლება - უმაღლესი;

·         საერთაშორისო ავია გადაზიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

·         ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე;

·         MS office  პროგრამების ცოდნა;

 

უნარ–ჩვევები: 

·         პრიორიტეტების განსაზღვრისა და ორგანიზების, დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·         პრობლემური საკითხის იდენტიფიცირების, ანალიზისა და სწრაფად მოგვარების უნარი;

·         ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

·         მოლაპარაკების წარმოების უნარი;

 

კანდიდატთა შერჩევა: 

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი „საერთაშორისო მარშუტების დაგეგვმის სპეციალისტი“.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  30.06.2022