გაყიდვების ოპერატორი თბილისში (ნახევარი განაკვეთი)

გამოქვეყნებულია ივლისი 08, 2022 / ძალაშია აგვისტო 08, 2022

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - მოთხოვნისამებრ. (კვირაში 24 საათი)

ხელფასი - 400 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები: 

·         სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა

·         მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება

·         მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა

·         მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·          სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით

·         სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·         ქართული ენის ცოდნა;

·         რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·         MS პროგრამების ცოდნა;

 

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვისა და  დროის მართვის უნარი;

·         სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.

·         სხარტი აზროვნების უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·         ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·         სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: 

-              ინდივიდუალური გასაუბრება;

-             მოსამზადებელი ეტაპი.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება - თბილისის გაყიდვების ოპერატორი (ნახევარი განაკვეთი)

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 08.08.2022