ქართული პროდუქტი მსოფლიოს

ქართული პროდუქტი მსოფლიოს -  ელექტრონულ  პლათფორმა, რომელიც  ვებ გვერდის საშუალებით პროდუქტის რეალიზებით დაკავებულ ადგილობრივ მეწარმეებს  საშუალებას აძლევს „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით მოახდინონ მომხმარებლის მიერ ონლაინ რეჟიმში შეძენილი პროდუქტის მყიდველისათვის ჩაბარება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე   მისი ექსპორტირება დანიშნულების ქვეყანაში და ჩაბარება მყიდველისთვის, ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

მეწარმე,  რომელსაც სურს აღნიშნული სერვისის  მიღება, ხელშეკრულებას დებს „საქართველოს ფოსტასთან“, რის საფუძველზეც მას უფლება ენიჭება მოახდინოს კომპანიის  ღია API  მოდულის ინტეგრირებ საკუთარი ელექტრონული მაღაზიის გვერდთან.

API მოდულის ინტეგრირებით, ელექტრონული მაღაზიის პროდუქტის -

Ø  ადგილობრივ მყიდველს საშუალება ექნება დააზღვიოს  და/ან   თვალყური ადევნოს  პროდუქციის გადაადგილებას შესყიდვიდან - მისთვის ჩაბარებამდე;

Ø  საერთაშორისო მყიდველს საშუალება ექნება  -   შეთავაზებული რამოდენიმე სახეობის გზავნილიდან თავად შეარჩიოს შესყიდული პროდუქციის მის ქვეყანაში ტრანსპორტირების სასურველი ვარიანტი, გზავნილის ტრანსპორტირების ვადის, ტარიფის, მისი დაზღვევისა და თრექინგ კონტროლის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

 

API მოდული ასევე საშუალებას იძლევა, მეწარმის სურვილის შემთხვევაში, მყიდველისათვის არ იქნეს შეთავაზებული პროდუქციის ტრანსპორტირების და/ან დაზღვევის შესაძლებლობა და აღნიშნული განხორციელდეს მეწარმის მიერ პროდუქტზე დადგენილი ფასის ფარგლებში,  ე.წ. „უფასო მიწოდების“ პირობით. 

 

ელექტრონული პლათფორმა - „ქართული პროდუქტი მსოფლიო“-ში ჩართული  მეწარმე,  „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი ტარიფის ფარგლებში ასევე სარგებლობს კურიერის გამოძახების, ხოლო გზავნილის ქვეყნის გარეთ გაგზავნის შემთხვევაში, ასევე   გამარტივებული (ექსპორტის) დეკლარაციის შევსების სერვისით.

 

გზავნილთა სახეობები:

Ø გზავნილი - იგზავნება მხოლოდ საქართველოს ფარგლებში.

     მაქსიმალური წონა: - 20კგ.

მაქსიმალური ზომა:105სმX105სმX105სმ (ან 200სმ. - სიგრძისა და ყველაზე  დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

 

Ø გზავნილი - იგზავნება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მაქსიმალური მოცულობითი წონა - (სიგრძე X სიგანე X სიმაღლე) : 5000<20კგ.

                            მაქსიმალური  ზომა: სიგრძის, სიგანის და/ან სიმაღლის ყველაზე დიდი ზომა არ უნდა აჭარბებდეს 1მ-ს, ისე რომ

                           არ   იყოს დარღვეული მაქსიმალური მოცულობითი წონის ზღვარი;

 

Ø გზავნილი - იგზავნება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

       მაქსიმალური წონა - 1 (ერთი) კგ.

       მინიმალური ზომა:  90X140მმ (2მმ-იანი გადახვევა ზომიდან დასაშვებია);

       რულონებისთვის: სიგრძისა და ორმაგი     დიამეტრის    ჯამი - 170მმ, ამასთან ყველაზე დიდი ზომა  არ უნდა

       აჭარბებდეს 100მმ-ს.

მაქსიმალური ზომა:  სიგრძე, სიგანე და სისქე ერთად აღებული - 900მმ.  ამასთან, ყველაზე დიდი ზომა  არ

უნდა  აჭარბებდეს 600მმ-ს (2მმ-იანი გადახვევა ზომიდან დასაშვებია);

რულონებისთვის: სიგრძისა და ორმაგი დიამეტრის ჯამი - 1040მმ, ამასთან ყველაზე დიდი  ზომა  არ უნდა

აჭარბებდეს  900მმ-ს (2მმ-იანი გადახვევა  დასაშვებია).

 

Ø გზავნილი - იგზავნება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

      მაქსიმალური წონა - 20კგ.

      მაქსიმალური ზომა - 1.05მX1.05მX1.05მ (ან 2მ. - სიგრძისა და ყველაზე დიდი

      გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა  გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

 

Ø გზავნილი - იგზავნება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 მაქსიმალური წონა - 20კგ.

      მინიმალური ზომა:90X140მმ (2მმ-იანი გადახვევა ზომიდან დასაშვებია);

            მაქსიმალური ზომა - 1.05მX1.05მX1.05მ (ან 2მ. - სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,

            რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

  

გზავნილის ტრანსპორტირებისა და მყიდველისთვის ჩაბარების ვადებია:

Ø  გზავნილისთვის - 1-5 სამუშაო დღე;

Ø  გზავნილისთვის - 3-6 სამუშაო დღე;

Ø  გზავნილისთვის - 7-21სამუშაო დღე;

Ø  გზავნილისთვის - 7-21 სამუშაო დღე;

Ø  გზავნილისთვის - 6-9 სამუშაო დღე;

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

       ქართული პროდუქტი მსოფლიოს პირობების დეტალურად გასაცნობათ ეწვიეთ ბმულს

    თქვენთვის სასურველ ქვეყანაში გზავნილის გაგზავნის მიზნითგაეცანით ამ ქვეყნის მოთხოვნებს შემდეგ ბმულზეhttps://www.gpost.ge/help/requirements