პანდემიის პირობებში საქართველოს ფოსტის მხარდაჭერა საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს

იანვარი 20, 2021

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ემიგრანტ მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოსწავლეთა მხარ­დამჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტამ საქართველოდან საბერძნეთში, ქალაქ ათენის ვახტანგ მე-6 სახელობის ქართული საკვირაო სკოლისთვის წიგნების ტრანსპორტირება უზრუნველყო სრულიად უსასყიდლოდ.

 

ასევე, პანდემიის პირობებში, თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტა შეუერთდა საბერძნეთში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის სოციალური ფონდის პროექტ ,,დაეხმარე თანამემამულეს”, რომელიც მიზნად ისახავს ეტაპობრივად, რეგიონში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიანი ოჯახების მომარაგებას თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით.

 

საქართველოს ფოსტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხის მგებლობის მქონე კომპანია, უზრუნველყო საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირება ბენეფიციარებამდე, საბერძნეთის ტერიტორიიდან საქართველოში, კერძოდ ქალაქ ქუთაისში. აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს საქართველოს ფოსტის მიერ შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.

 

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი.