„საქართველოს ფოსტისა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ერთობლივი კამპანია #შენიმარკა

მაისი 24, 2021

„საქართველოს ფოსტისა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ერთობლივი კამპანია #შენიმარკა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისეები მიმდინარე წლის 24 მაისიდან, საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში არიან წარმოდგენილები.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 მარტს, „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკარომელიც „საქართველოს ფოსტის“ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნამარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და „საქართველოს წითელი ჯვრის“ მოწყალების და მარო მაყაშვილირომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეულინომინალი 3+1 ლარიმარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული ერთი ლარი ჩაირიცხება „საქართველოს წითელი ჯვრის“ შემოწირულობის ფონდში.

ასევე, „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოცილური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია, „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ საფოსტო მარკასშესაბამისადგაყიდვიდან მიღებული თანხასრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს.

მნიშვნელოვანიარომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნარომელიც საფოსტო მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაშიკერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში“ და იქნება მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი.

მემორანდუმის ფარგლებში „საქართველოს ფოსტასა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის განხორციელდება არაერთი ერთობლივი აქტივობა სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.