საქართველოს ფოსტა პროექტის „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ მხარდამჭერას აგრძელებს

მარტი 01, 2021

საქართველოს ფოსტა პროექტის „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ მხარდამჭერას აგრძელებს, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი პლატფორმის „სექტორი 3“, სამოქალაქო მოძრაობის „შენმოქმედის“, ფონდის „პროდემოსის“ და ინტერნეტ კომპანიის „სქაიტელის“ თანამშრომლობით წამოწყებული კამპანიის მხარდაჭერას.

კამპანიის მიზანია, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცეთ კომპიუტერეული ტექნიკა, ასევე, 18 თვის განმავლობაში ჰქონდეთ წვდომა უფასო ინტერნეტზე.

 

 

საქართველოს ფოსტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, უზრუნველყოფს გზავნილების მიტანას ბენეფიციარამდე სრულიად უსასყიდლოდ. ამჯერად საქართველოს ფოსტა ეწვია თელავის, ბოლნისისა და სენაკის ბავშვებს.

 

 

საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.