სამუშაოს მიზანია კომპანიაში მიღებული საერთაშორისო საფოსტო გზავნილების დახარისხება არსებული წესის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განრიგი - ორშაბათი - პარასკევი 13:00-იდან 21:00-ამდე
შაბათი - 14:00-იდან 18:00-ამდე
ანაზღაურება - 750 ლარი
ძირითადი მოვალეობა:
· საერთაშორისო მცირე პაკეტების დახარისხება;
· გზავნილების შემოწმება რეესტრის მიხედვით და შესაბამისი წესის მიხედვით აღრიცხვა;
· გზავნილების შესახებ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა;
· ზედნადებების; რეესტრების და მანიფესტის ფორმების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
· საშუალო განათლება;
· სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დახარისხების სპეციალისტი (დეკრეტის შემცვლელი)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 03.07.2022