სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - მოთხოვნისამებრ.
ანაზღაურება - 375 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა
· მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება
· მომხარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
· მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით
· სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
· ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
· ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
· MS პროგრამების ცოდნა;
·
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
· ადაპტურობა/მოქნილობა;
· სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
· სხარტი აზროვნების უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
· ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
· სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- გასაუბრება ;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15.05.2022