„საქართველოს ფოსტამ“ EMS გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო

მარტი 02, 2021

საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ESM მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდამსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებითსაქართველოს ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა საოპერაციო მოდელირომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების სტანდარტებსშედეგად, EMS მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში კომპანია გახდა ლიდერი 180-ზე მეტ ქვეყანას შორის.

მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანოს „EMS კოოპერატივის“ ორგანიზებითყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება - მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) მიმართულებითშეფასების შედეგად ხდება გამარჯვებული საფოსტო ოპერატორების გამოვლენა მსოფლიო მასშტაბითაღსანიშნავიარომ „საქართველოს ფოსტამ“ 2020 წლის მონაცემებით დააკმაყოფილა ყველა საერთაშორისო კრიტერიუმირაც ხაზს უსვამს იმ გარემოებასრომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნაორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. EMS კოოპერატივში გაერთიანებულია 180-ზე მეტი წევრი ქვეყანარომლებიც ერთობლივად ახორციელებენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველყოფასამასთანავე, EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობასრათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხისკონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მსოფლიოს მასშტაბით. „საქართველოს ფოსტა“ 2001 წლიდან არის EMS გაერთიანების წევრი.

საქართველოს ფოსტა” საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორიარომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანითასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. “საქართველოს ფოსტა” მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილიკომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებითკომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზერაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.