სამუშაო ადგილი - თბილისი
ანაზღაურება - 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
· საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
· სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· ქართული ენის ცოდნა;
· კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; (დასაქმების შემთხვევაში უნდა აიღოს A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა);
· საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ–ჩვევები:
· სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
· სიახლის ათვისების უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
· გუნდური მუშაობა;
· სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - „ კურიერი“
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15.08.2022