შესყიდვების სპეციალისტი (გამარტივებული შესყიდვები)

გამოქვეყნებულია მაისი 13, 2022 / ძალაშია ივნისი 13, 2022

სამუშაო ადგილი - თბილისი, სადგურის მოედანი N 2.

 

ძირითადი მოვალეობები: 

-         საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა;

-         გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;

-         ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;

-         ხელშეკრულებით გათვალსიწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

-         საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის პროცესის დაწყებამდე, საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრასა და ბაზრის კვლვევაში მონაწილეობა.

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

-         უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკური ან სამართლის სფეროში;

-         მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

-         უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;

-         სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;

-         MS Office პროგრამების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

-         სამუშაოს დაგეგმვის, დროის ეფექტურად მართვის და ორგანიზების უნარი;

-         ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

-         ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

-         კანდიდატთა შერჩევა რეზუმეების საფუძველზე;

-         გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “შესყიდვების სპეციალისტი“.

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  13.06.2022