კურიერი ქუთაისში

გამოქვეყნებულია სექტემბერი 06, 2023 / ძალაშია ოქტომბერი 06, 2023

ანაზღაურება - 1200 ლარი

სამუშაო განრიგი - სრული

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;

·        სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·        ქართული ენის ცოდნა;

·        კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; (დასაქმების შემთხვევაში უნდა აიღოს  A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა);

·        საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გამართულად მეტყველების უნარი;

·        ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

·        მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამოდენიმე ეტაპს: 

-        კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება - „კურიერი (ქუთაისი)“