სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილოს ტერმინალი.
სამუშაო საათები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, (1 საათიანი შესვენება) შაბათი - 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე;
ანაზღაურება - 1300 ლარი.
ძირითადი მოვალეობა:
ტერმინალში შემოსული ტვირთების უსაფრთხო ჩამოტვირთვა, დათვალიერება, აწონვა და დახარისხება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
· ყურადღება დეტალების მიმართ;
· გუნდური მუშაობა;
· პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
- გასაუბრება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დამხმარე სპეციალისტი (ლოგისტიკა)
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 22.09.2023