შესყიდვების სპეციალისტი (გამარტივებული შესყიდვები)

გამოქვეყნებულია ივნისი 30, 2023 / ძალაშია სექტემბერი 25, 2023

სამუშაო ადგილი - თბილისი, სადგურის მოედანი N 2.

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

-        საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა;

-        გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;

-        ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;

-        ხელშეკრულებით გათვალსიწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;

-        საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის პროცესის დაწყებამდე, საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრასა და ბაზრის კვლვევაში მონაწილეობა.

 

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-        უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკური ან სამართლის სფეროში;

-        მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

-        უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;

-        სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;

-        MS Office პროგრამების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

-        სამუშაოს დაგეგმვის, დროის ეფექტურად მართვის და ორგანიზების უნარი;

-        ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

-        ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

-        კანდიდატთა შერჩევა რეზუმეების საფუძველზე;

-        გასაუბრება.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “შესყიდვების სპეციალისტი“.