კურიერი საკურიერო სამსახურში

გამოქვეყნებულია ივნისი 23, 2023 / ძალაშია მარტი 23, 2024

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1600 ლარი



სამუშაო გრაფიკი:
** I კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 18:00, შაბათი 12:00 - 16:00; კვირა დასვენება;
** II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 - 20:00, შაბათი და კვირა დასვენება.



ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ან დასაქმების შემთხვევაში აიღოს, A1 ან A კატეგორიის მართვის მოწმობა და უნდა შეეძლოს სკუტერის მართვა.



უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.



კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა ან CV საფუძველზე;
** გასაუბრება;
** ერთ კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი



კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საკურიერო სამსახურის კურიერი".