დახარისხების სპეციალისტი

გამოქვეყნებულია მაისი 25, 2023 / ძალაშია ივნისი 10, 2023

დასაქმების ხანგრძლივობა - 3-6 თვე.

სამუშაოს მიზანია კომპანიაში მიღებული საფოსტო გზავნილების დახარისხება არსებული წესის შესაბამისად.

სამუშაო ადგილი - თბილისი

სამუშაო განრიგი - ცვლიანი განრიგი: გამოძახების შემთხვევაში, ყოველ მეორე დღეს, 18:00 სთ-დან ფოსტის დახარისხების დასრულებამდე. (სამუშაო საათების რაოდენობა რეგულირდება კანონმდებლობის შესაბამისად).

 

 

ძირითადი მოვალეობა: 

·        საფოსტო გზავნილების დახარისხება;

·        გზავნილების შემოწმება რეესტრის მიხედვით და შესაბამისი წესის მიხედვით აღრიცხვა;

·        გზავნილების შესახებ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა;

·        ზედნადებების, გზავნილების რეესტრების და მანიფესტის ფორმების მომზადება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 

·        სასურველია 3–6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება საბაზისო დონეზე;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი;

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის  შემდეგ ეტაპს: 

-        გასაუბრება;

-        მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და/ან (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „დახარისხების სპეციალისტი“ .

 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  10.06.2023