კურიერი თბილისში

გამოქვეყნებულია იანვარი 09, 2023 / ძალაშია თებერვალი 09, 2023

სამუშაო ადგილი - თბილისი

ანაზღაურება - 1200 ლარი

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·         საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;

·         სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·         კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; ( A ან A1 კატეგორიის  არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია მოსამზადებელი ეტაპის გავლის დროს  აიღოს შესაბამისი კატეგორია).

·         საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·         სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·         სიახლის ათვისების უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·         გუნდური მუშაობა;

·         სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს: 

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება;

-          მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV  შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge    გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - კურიერი“